შეხვედრა ფსიქოლოგ მარინე ჩიტაშვილთან


საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური აგრძელებს შემეცნებითი საღამოებისა და შეხვედრების ციკლს სხვადასხვა საინტერესო და აქტუალური საკითხის შესახებ.

2022 წლის 29 ნოემბერს მორიგი სტუმარი გახლდათ ფსიქოლოგი მარინე ჩიტაშვილი.

შეხვედრის მთავარი თემა იყო საზოგადოებაში არსებული აგრესია. სტუმარმა ისაუბრა აგრესიის გამომწვევი მიზეზებისა და მისგან გამოწვეული ფსიქოლოგიური ტრავმების თაობაზე, ასევე შეეხო ტრავმული გამოცდილების გავლენას ადამიანის ქცევაზე, სულიერი მოძღვრისა და ფსიქოლოგის როლზე აგრესიული ფონის შესამცირებლად, პიროვნების დასახმარებლად და სხვ.

შეხვედრის მიმდინარეობისას სტუმარსა და სასულიერო პირებს შორის მეტად საინტერესო მსჯელობა გაიმართა. თავის მხრივ, სასულიერო პირებმა ისაუბრეს აგრესიისა და მისგან გამოწვეული ფსიქოლოგიური ტრავეების გამოცდილებაზე მრევლთან ურთიერთობისას.

 

მსგავსი განცხადებები: