დაიწყო მცხეთა-თბილისის ეპარქიის ტაძრებთან არსებული სამრევლო სკოლებისა და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრების მუშაობის ხელშეწყობა


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინიციატივით, დაიწყო მცხეთა-თბილისის ეპარქიის ტაძრებთან არსებული სამრევლო სკოლებისა და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრების მუშაობის ხელშეწყობა.

ამ წამოწყებას რუსთავის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარიც შეუერთდა. ტაძართან დაარსდა ლიტერატურისა და ხელოვნების მოყვარულთა გაერთიანება, რომლის მიზანიცაა სხვადასხვა ფილმისა თუ ლიტერატურული დადგმის ნახვა, განხილვა, რეჟისორებისა და ლიტერატორების მოწვევა და სალონური საღამოების გამართვა.

 

მსგავსი განცხადებები: