- 2022/09/02
როგორც მოგეხსენებათ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მხარდაჭერით, სამრევლო სკოლების მუშაობის ხელშესაწყობად დაიწყო იმ პროექტების წახალისება, რომელთა მიზანია კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების გამართვა, ჯანსაღი ცხოვრების წესისკენ მოწოდება, მომავალი თაობის ეკლესიასთან დაახლოება და ეკლესიური ცხოვრებით დაინტერესება.
ამჟამად გაგაცნობთ დიდუბის ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძართან არსებულ საკვირაო სკოლას. ამ სკოლაში ადგილობრივი ტაძრის მრევლს და ნებისმიერ მსურველს შეეძლება ქრისტიანული მოძღვრებისა და ლიტურგიკის საფუძვლების, ბიბლიის განმარტებანის, გალობის, სამკურნალო მცენარეების, ინგლისური ან ჟესტური ენის შესწავლა.
აღნიშნული სკოლა სექტემბრიდან უფრო გააქტიურდება, ამ ეტაპზე კი პატარების ჯგუფი შედგა 13 ბავშვამდე. მოზრდილთა ჯგუფი კი უფრო მრავალრიცხოვანია. სექტემბრიდან სკოლას თავისი გვერდიც ექნება სოციალურ ქსელში.
მსგავსი განცხადებები:
- 2022/11/15
- 2022/11/16
- 2022/12/05
- 2023/03/06
- 2023/10/03