საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანადგომით არსებული პროექტის "საკვირაო სკოლები" ფარგლებში, კვირას, 4 ივნისს, ჯვართამაღლების ტაძართან არსებულ საკვირაო სკოლას ჰქონდა გასვლითი აქტივობა წიწამურში, სადაც ბავშვებისთვის შედგა როგორც შემეცნებითი, ისე - ხატვის გაკვეთილები.
გასვლის ფარგლებში მოეწყო მცირე ფურშეტიც.
ბავშვებს სამახსოვროდ დაურიგდათ ამ დღისთვის საგანგებოდ შექმნილი სანიშნეები და სხვა სიმბოლური საჩუქრები.
წყარო: ჯვართამაღლების ტაძარი - Elevation of the Cross Church
























