ტორონტოში ახალი საკვირაო სკოლა გაიხსნა


2023 წლის 26 თებერვალს ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბამ (ინწკირველი) კანადაში, ტორონტოში მდებარე ქართულ ეკლესიასთან არსებული საკვირაო სკოლის ახლად შეძენილი პირველი შენობა გახსნა.

სკოლის შენობის ყიდვა კანადაში ქართული იმიგრაციის, ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიისა და მეუფე საბას დახმარებით მოხერხდა.

ამჟამად სკოლის მოსწავლეები სწავლობენ ქართულ ენას, ლიტერატურას, რელიგიასა და ქართულ ხალხურ სიმღერას.

სამომავლოდ იგეგმება აღნიშნული შენობის გაფართოება მოსწავლეების ასაკობრივ კლასებად დასაყოფად და დამატებითი საგნების შესასწავლად.

მსგავსი განცხადებები: