სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელშეწყობით, ხორციელდება სხვადასხვა ტაძრისა და სამრევლოს პროექტები კულტურულ-საგანმანათლებლო, ჯანსაღი ცხოვრების წესის მოწოდებისა და მომავალი თაობის ეკლესიასთან დაახლოების, ეკლესიური ცხოვრებით დაინტერესების შესახებ.
აღნიშნულ პროექტებში აქტიურად ჩაერთო რუსთავის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის სამრევლო სკოლა, რომელმაც უკვე განახორციელა რამდენიმე საინტერესო აქტივობა, მათ შორის:
ამა წლის სექტემბერში გაიმართა შეხვედრა, რომლის თემა იყო ,,ჰერეთი - ისტორია, კულტურული ძეგლები და დღევანდელი მდგომარეობა".
სექტემბრიდან მოქმედებს შემდეგი ჯგუფები:
გალობა - ხუთშაბათი, 17:00 სთ. შაბათი, 17:00 სთ.
წმინდა წერილი - პარასკევი, 18:30 სთ.
კატეხიზმო (ბავშვები) - კვირა, 9:30 სთ.
მედავითნეობა - კვირა, 18:00 სთ.
სამრევლო სკოლის მოსწავლეებისთვის თვეში ერთხელ დაიგეგმება გასვლითი (შემეცნებითი) გაკვეთილი. ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს კი - შეხვედრა სხვადასხვა სფეროს მოწვეულ სპეციალისტთან.
შემდეგი გასვლითი (შემეცნებითი) გაკვეთილი ჩატარდება მიმდინარე წლის 20 ნოემბერს. მომავალი შეხვედრა მოწვეულ სტუმართან კი შედგება 27 ნოემბერს.
ამას გარდა, სამრევლო სკოლაში ფუნქციონირებს სასულიერო ლიტერატურის ბიბლიოთეკა (300-ამდე წიგნი).
სამრევლო სკოლა აქტიურად მონაწილეობს ჯანსაღი ცხოვრების წესის წამახალისებელ სხვადასხვა შეჯიბრებაში.