შეხვედრა საკვირაო სკოლებთან დაკავშირებით


დღეს, 2022 წლის 5 დეკემბერს, საქართველოს საპატრიარქოში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) მცხეთა-თბილისის ეპარქიის საკვირაო სკოლების ხელმძღვანელებს შეხვდა.

როგორც მოგეხსენებათ, ამა წლის მაისიდან საქართველოს საპატრიარქოს ფინანსურ ხელშეწყობით მიმდინარეობს მცხეთა-თბილისის ეპარქიის ტაძრებთან არსებული საკვირაო სკოლების ჩამოყალიბება, მუშაობის ხელშეწყობა და გამართვა.

შეხვედრაზე სკოლების ხელმძღვანელმა სასულიერო პირებმა მადლიერება გამოთქვეს ამ საქმეში გაწეული დახმარებისათვის. ასევე წარადგინეს მოკლე მოხსენებები და ანალიზი სკოლების ფუნქციონირებასთან დაკავშირებით.

შეხვედრის დასასრულს დაისახა სამომავლო გეგმები.

 

მსგავსი განცხადებები: