რუსთავის ფერისცვალების ტაძრის საკვირაო სკოლა


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია ll-ის ლოცვა-კურთხევითა და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელშეწყობით, ხორციელდება სხვადასხვა სამრევლო პროექტები კულტურულ-საგანმანათლებლო, ჯანსაღი ცხოვრების წესის მოწოდებისა და მომავალი თაობის ეკლესიასთან დაახლოების, ეკლესიური ცხოვრებით დაინტერესების შესახებ.

აღნიშნულ პროექტში აქტიურად ჩაერთო მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარი რუსთავში. დაიწყო ფუნქციონირება საკვირაო სკოლამ, სადაც მოსწავლეები სწავლობენ გალობას, საღმრთო სჯულს. ასევე, პერიოდულად გაიმართება შეხვედრა ფსიქოლოგთან.

სამომავლოდ მოვიწვევთ სხვადასხვა პროფესიის სტუმრებს. მათთან ერთად ისაუბრებენ საინტერესო საკითხებზე.

რემონტდება საკლასო ოთახი და მოსწავლეები სწავლას გააგრძელებენ ფართო, მოწესრიგებულ გარემოში

დაინტერესების შემთხვევაში მიმართეთ ფერიცვალების ტაძრის წინამძღვარს.

მსგავსი განცხადებები: