- 2024/03/15
ა.წ. 15 მარტს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი), მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ბატონი ოთარ შამუგია და მისი თანმხლები პირები მიიღო.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო გარემოს დაცვისა და ტყის მოვლა-აღდგენის ღონისძიებების მნიშვნელობას ქვეყნისათვის.
შემდეგ კი საქართველოს საპატრიარქოსა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ურთიერთობების გაღრმავებას და ეკლესიის მხრიდან ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის ხელშეწყობას ისახავს მიზნად და ორმხრივ ვალდებულებებს ითვალისწინებს.
მსგავსი განცხადებები:
- 2024/10/09