საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის მხარდაჭერით ქალი პატიმრებისთვის, მარჯანიშვილის თეატრის მსახიობების შესრულებით სპექტაკლი გაიმართა


2023 წლის 5 სექტემბერს, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მხარდაჭერითა და შემოქმედებითი სტუდია "5+2"-ის ორგანიზებით, №5 (ქალთა) დაწესებულებაში კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობების მონაწილეობით სპექტაკლი გაიმართა.

ქალმა პატიმრებმა ჯაზ-კვარტეტის წევრებთან ერთად მუსიკალური ნომრებიც შეასრულეს და სტუმრებს საჩუქრად ხელნაკეთი ნივთები გადასცეს.

წარმოდგენა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის აღსაყდრებიდან 45 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ფოტო: სპეციალური პენიტენციური სამსახური / Special Penitentiary Service of Georgia

მსგავსი განცხადებები: