სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის აღსაყდრებიდან 45-ე და დაბადებიდან 90-ე, ასევე სოხუმის სახელწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 90-ე წლისთავის საიუბილეო თარიღებთან დაკავშრებით, 2022 წლის 20 დეკემბერს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანუმი, რომლის ფარგლებშიც დაიგეგმა ერთობლივი სამეცნიერო-კულტურული პროექტები, საჯარო ლექციები, კონფერენციები და სხვადასხვა შეხვედრები.