დღეს, 2022 წლის 23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ისტორიულ ჰერეთში, ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარსა ეწვია.
საქართველოს საპატრიარქოს დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), მღვდელი პეტრე ხუმარაშვილი, მონაზვნები და მგალობლები.
ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) ისტორიული ჰერეთის ქართველობის მთავარ რელიგიურ სიწმინდესა და სალოცავში, ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში პარაკლისი გადაიხადა.
დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიოდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანში, ზურაბ პატარაძე, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე და სააგენტოს თანამშრომლები, ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს საკრებულოს და მერიის წარმომადგენლები.