- 2022/11/12
"სასულიერო პირისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, იქადაგოს ცხოვრებით და არა მხოლოდ სიტყვით" – გადაცემა „უცნობი გმირები"
დეკანოზი მიქაელ ბუკია იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ონკოჰემატოლოგიის განყოფილებას 2003 წლიდან მოყოლებული, 17 წელია, ყოველ კვირას სტუმრობს, ამხნევებს და ზრუნავს ბავშვებზე...
"ეს ბავშვები ნამდვილად გმირები არიან. ერთია, რომ მათ საკუთარ ტკივილთან უწევთ გამკლავება და, მეორეა, რომ ფიქრობენ, სხვას გული არ ატკინონ, სხვა არ შეაწუხონ თავიანთი ტკივილით. ისინი ძალიან დიდი ადამიანები არიან, დიდები არიან თავიანთი შინაგანი სამყაროთი...
სანამ ცოცხალი ვიქნები, ალბათ იქიდან ვერ წამოვალ, მიჭირს, მაგრამ... ამ ბავშვების გამო ხალათს კი არა, რკინის აბჯარს ჩავიცვამ... იქ რომ შეხვალ, მათ მოღიმარ სახეებს დაინახავ. ეს მოღიმარი სახე შეიძლება იყოს თეთრად გათენებული ღამის შემდგომ, რადგან ტკივილისგან შეიძლება მთელი ღამე არ ეძინა, ან შეიძლება იმ წუთასაც სტკივა, მაგრამ როგორც კი დამინახავენ, თვალები უნათდებათ... ამ ყველაფერს საკუთარ თავთან მარტო დარჩენილი გონებაში რომ გადახარშავ, უბრალოდ, ეს იქნება ღალატი, რომ იქ მეორედ არ მიხვიდე...
სასულიერო პირობა - ეს არის მსახურება, ყველას მსახური უნდა იყო, არ აქვს მნიშვნელობა არც სარწმუნოებრივ და არც სოციალურ მდგომარეობას..."
"...ამ ყველაფრის ძალაც და, გარკვეულწილად, გზამკვლევიც ოჯახია, მამა მიქაელს 6 შვილი ჰყავს: „ოჯახი ჩემთვის არის, რომ იტყვიან, საფიცარი ხატი, იმის საშუალებას არ მაძლევს, რომ უკან დავიხიო, ჩავიმუხლო, იმიტომ რომ შენ უკან დგანან ადამიანები, რომელთაც შენზე აქვთ სწორება, შესაბამისად, ისე უნდა იცხოვრო, რომ მათთვის მაგალითი იყო".
ტელეკომპანია "იმედი", გადაცემა "უცნობი გმირები"
31.05.2020
მსგავსი განცხადებები:
- 2022/08/26
- 2022/08/26
- 2022/08/26
- 2022/11/04
- 2022/11/07
- 2022/11/08
- 2022/11/09
- 2022/11/09
- 2022/11/09
- 2022/11/10
- 2022/11/10
- 2022/11/10
- 2022/11/10
- 2022/11/12
- 2022/11/14
- 2022/11/14
- 2022/11/14
- 2022/11/14
- 2022/11/14
- 2022/11/16
- 2022/11/16
- 2022/11/21
- 2022/11/21
- 2022/11/21
- 2022/11/24
- 2022/12/06
- 2022/12/08
- 2022/12/25
- 2023/05/15
- 2023/07/05
- 2023/11/22
- 2023/12/31
- 2023/12/31
- 2024/01/01
- 2024/01/31
- 2024/02/26
- 2024/05/29
- 2024/07/18
- 2024/07/31
- 2024/08/01
- 2024/08/29