2020 წლის 23-27 იანვარს აზერბაიჯანის რესპუბლიკის დედაქალაქ ბაქოში შედგა მასშტაბური პროექტი „ქართული დღეები ბაქო - 2020“, რომელშიც 400-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა. ისინი „დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანების“ მიერ საქართველოს 73-ე მუნიციპალიტეტში განხორციელებული პროექტის - „გაიცანი მსოფლიო და განავითარე შენი რაიონი/ქალაქი“ - გამარჯვებულ ახალგაზრდებს წარმოადგენდნენ.

პროექტის განხორციელებაში აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური. 26 იანვარს ახალგაზრდებთან გაიმართა მეტად მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც სამსახურის წარმომადგენლებმა - დეკანოზმა არჩილ ხაჩიძემ და მღვდელმა გიორგი ფირცხელანმა საქართველოს მართლამდიდიდებელი ეკლესიის წინაშე არსებულ თანამედროვე გამოწვევებზე, მის ყოველდღიურ ცხოვრებაში ახალგაზრდების მუდმივ ჩართულობასა და ბევრ აქტუალურ საკითხზე ისაუბრეს.

მოწვეულ სტუმრებს შორის ასევე იყვნენ საქართველოს ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძე და საელჩოს თანამშრომლები.

29.01.2020

მსგავსი განცხადებები: