- 2022/11/09
"ჩვენთვის ეს ჩვენი ცხოვრებაა, აქ ადამიანი პოულობ საკუთარ თავს, ღმერთს... ამის გარეშე სხვაგან ვერ ძლებ".
ვეჯინის ამაღლების კომპლექსის ნაწილია ვეჯინის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ისტორიული ტაძარი, სადაც წირვა-ლოცვა 2006 წელს აღდგა, ამ პერიოდში ტაძართან ახლოს დედათა მონასტერი აშენდა.
მონაზვნები ლოცვის შემდეგ მთელ დღეს შრომაში ატარებენ. აცხობენ სეფისკვერებს, ასხამენ ნატურალურ წვენებს, უვლიან ბოსტანს, ამუშავებენ თექას, ამზადებენ სანთლებსა და საეკლესიო ნივთებს, საპონს, მონასტრის ეზოში მდგარ მიტოვებულ ვაგონში კი სამკერვალო მოაწყვეს.
ამაღლების კომპლექსის ნაწილია წმინდა გიორგისა და მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძრებიც. აქვეა ამაღლების მამათა მონასტერი, სადაც სასულიერო ცხოვრება წლების წინ აღდგა.
"ჩემთვის ეს არის ჩემი სახლი, სანამ ცოცხალი ვარ... რწმენის საკითხია მთავარი და ეს რწმენის საკითხი განსაზღვრავს ადამიანების, სოფლის, ქალაქის, რაიონის და მთლიანად ქვეყნის მდგომარეობას... მთავარია, ადამიანები ამას ხედავდნენ და ადიდონ ღმერთი". - იღუმენი იოანე (აბასაშვილი), ვეჯინის ამაღლების მამათა მონასტრის წინამძღვარი.
წყარო: ტელეკომპანია "იმედი", გადაცემა "იმედის კვირა".
26.07.2020.
მსგავსი განცხადებები:
- 2022/08/26
- 2022/08/26
- 2022/08/26
- 2022/11/04
- 2022/11/07
- 2022/11/08
- 2022/11/09
- 2022/11/09
- 2022/11/09
- 2022/11/10
- 2022/11/10
- 2022/11/10
- 2022/11/10
- 2022/11/12
- 2022/11/14
- 2022/11/14
- 2022/11/14
- 2022/11/14
- 2022/11/14
- 2022/11/16
- 2022/11/16
- 2022/11/21
- 2022/11/21
- 2022/11/21
- 2022/11/24
- 2022/12/06
- 2022/12/08
- 2022/12/25
- 2023/05/15
- 2023/07/05
- 2023/11/22
- 2023/12/31
- 2023/12/31
- 2024/01/01
- 2024/01/31
- 2024/02/26
- 2024/05/29
- 2024/07/18
- 2024/07/31
- 2024/08/01
- 2024/08/29
- 2024/11/17