წმინდა დიდმოწამე ეკატერინეს მოხუცთა თავშესაფარი


"წარმოიდგინეთ, რომ ადამიანი კურორტზე ცხოვრობს, ზღვიდან 100 მეტრში; აჭმევენ, ასმევენ, უვლიან და ზრუნავენ მასზე. რომ ვთქვა, აქ რაღაც არ მომწონს ან მაკლია, თავხედობა იქნება. გარდა ამისა, ხელოვნებით - საყვარელი საქმით ვარ დაკავებული. ეს ძალიან მნიშვნელოვანია"

ბათუმის წმინდა დიდმოწამე ეკატერინეს სახელობის მოხუცთა თავშესაფარი 10 წელზე მეტია, ათეულობით ადამიანისთვის სახლი და სიცოცხლის ბოლო ნუგეშია.

დღეს თავშესაფარში 122 მობინადრეა, რომლებზეც ყოველდღიურად ზრუნავენ სასულიერო პირები, ექიმები და მომვლელები.

აქვე ფუნქციონირებს ანსამბლი „სათნოება“, რომლის ხელმძღვანელიც და წევრებიც თავშესაფრის მცხოვრებნი არიან.

წყარო: Georgian Strategic Analysis Center

27.12.2019

მსგავსი განცხადებები: