- 2023/09/19
ამა წლის 18 სექტემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევითა და გორისა და ატენის მიტროპოლიტ ანდრიას (გვაზავა) ხელშეწყობით ქალაქ გორში წმინდა იოანე მოწყალის სახელობის სათნოების სახლში გაიხსნა დღის ცენტრი, რომელიც კულტურული აქტივობებით მოემსახურება ადგილობრივ მარტოხელა და ხანდაზმულ ადამიანებს.
დღის ცენტრთან ერთად ამოქმედდა შინ მოვლის სამსახური. 20-მდე სერტიფიცირებული მედდა იზრუნებს შესაბამისი საჭიროების მქონე პირებზე და გაუწევს მათ სათანადო სამედიცინო დახმარებას. გარდა ამისა, აღნიშნული სათნოების სახლის ბაზაზე მიმდინარეობს ჰოსპისის მოწყობა, რომელიც განკუთვნილი იქნება პალიატიური მზრუნველობისთვის.
იოანე მოწყალის სახელობის სათნოების სახლს საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელმა ვეფხვია ოდიშარიამ სამედიცინო ინვენტარი გადასცა.
აღსანიშნავია, რომ მეუფე ანდრიას ლოცვა-კურთხევით, უკვე 16 წელია, ეპარქიაში ფუნქციონირებს უფასო სატრაპეზოც, სადაც ყოველდღიურად ორასზე მეტი ადამიანი პურდება.
სტუდია ოქონა
მსგავსი განცხადებები:
- 2022/08/26
- 2022/08/26
- 2022/08/26
- 2022/11/04
- 2022/11/07
- 2022/11/08
- 2022/11/09
- 2022/11/09
- 2022/11/09
- 2022/11/10
- 2022/11/10
- 2022/11/10
- 2022/11/10
- 2022/11/12
- 2022/11/14
- 2022/11/14
- 2022/11/14
- 2022/11/14
- 2022/11/14
- 2022/11/16
- 2022/11/16
- 2022/11/21
- 2022/11/21
- 2022/11/21
- 2022/11/24
- 2022/12/06
- 2022/12/08
- 2022/12/25
- 2023/05/15
- 2023/07/05
- 2023/11/22
- 2023/12/31
- 2023/12/31
- 2024/01/01
- 2024/01/31
- 2024/02/26
- 2024/05/29
- 2024/07/18
- 2024/07/31
- 2024/08/01
- 2024/08/29