მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) კომენტარი საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით


საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) კომენტარი საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით
 
,,მინდა, დავლოცო ჩვენი ქვეყანა - საქართველო და ვუსურვო მშვიდობა, კეთილდღეობა, განვითარება და საღვთო გზით სიარული, იმიტომ რომ დღეს ჩვენ ვხედავთ, მსოფლიოში ისე ვითარდება მოვლენები, იმისთვის, რომ ერმა ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს მომავალ მსოფლიო მოწყობაში, წესრიგში, აუცილებელია მთავარი ღირებულებების გადარჩენა და შენარჩუნება. ეს არის ჩვენი ქრისტიანული ღირებულებები და ეკლესია. მაქვს იმედი, რომ დღევანდელი დღე, დღევანდელი არჩევნები იქნება საწინდარი და წინ გადადგმული დიდი ნაბიჯი ამ მიზნისკენ.
 
ღმერთმა დაგლოცოთ".
 
26.10.2024
 
ელექტრონული ვერსია მოამზადეს ანზორ ჩიქობავამ და თამარ ასათიანმა

მსგავსი განცხადებები: