- 2023/10/10
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის 26 სექტემბრის № 80 ბრძანებით, სოფელ მენჯის მთავარანგელოზთა სავანის მთელი ტერიტორია უვადოდ გადაეცა ამავე სავანის მონაზონ ზოიას (შუშანია) სარგებლობისა და მოვლა-პატრონობის მიზნით. ბრძანებაში აღნიშნულია მისი მრავალწლიანი ღვაწლის შესახებ, რაც ამგვარი გადაწყვეტილების, როგორც გამონაკლისის, საფუძველი გახდა.
აღსანიშნავია, რომ მანამდე საჯარო რეესტრმა სავანის ტერიტორიის საერთო ფართიდან, 430 მ² საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში დაურეგისტრირა მონაზონ ზოიას (შუშანია), მნიშვნელოვანია, რომ საკუთრების რეგისტრაციის მოთხოვნა მონაზონ ზოიას (შუშანია) სახელით იყო შესული საჯარო რეესტრში.
აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს ტაძრებისა და მიმდებარე ტერიტორიების რეგისტრაცია საქართველოს ეკლესიის კუთვნილებად, მაგრამ რიგი მიზეზების გამო საქართველოს საპატრიარქოს მთავარანგელოზთა სავანის საკუთრებად დარეგისტრირების ინიციატივა არ დაუყენებია, თუმცა მსოფლიო კრებები ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრავს, რომ საეკლესიო ქონება ღვთის საკუთრებაა და ეკლესიას მისი ზედამხედველობა და დაცვა ავალია.
საქართველოს კანონმდებლობით ასევე განსაზღვრულია, რომ ტაძრები, მისი ეზოებითურთ, არ შეიძლება კერძო საკუთრებას წარმოადგენდეს და საქართველოში ყველა მართლმადიდებლური ტაძარი საქართველოს ეკლესიის კუთვნილებაა. შესაბამისადვე დარეგისტრირდა სავანეში განთავსებული ტაძრები ეზოსთან ერთად.
ტაძრის კერძო საკუთრებად დარეგისტრირების შეუძლებლობა ცხადია, რადგან ნებისმიერი კერძო საკუთრება იძენს თვისებას, იყოს გაყიდული, დაგირავებული, ან სხვაგვარად უზრუნველყოფილი. ამგვარად ტაძარი, სულიერი და ეროვნული ფასეულობები ვერ იქცევა კერძო საკუთრების ობიექტად.
მსგავსი განცხადებები:
- 2022/08/25
- 2022/08/25
- 2022/08/28
- 2022/11/04
- 2022/11/10
- 2022/12/31
- 2023/02/01
- 2023/03/30
- 2023/07/16
- 2023/10/10
- 2023/11/02
- 2024/02/03
- 2024/02/22
- 2024/04/11
- 2024/04/23
- 2024/04/26
- 2024/05/11
- 2024/05/13
- 2024/05/15
- 2024/05/15
- 2024/07/16
- 2024/08/16
- 2024/11/21