მიტროპოლიტი შიო ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს მეტეხის ხიდზე საზეიმო პარაკლისს გადაიხდის


ორშაბათს, 2023 წლის 13 ნოემბერს, 17:00 საათზე, ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს, ქ. თბილისში, ასი ათასი მოწამის სახელობის მეტეხის ხიდზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) გადაიხდის საზეიმო პარაკლისს.

შეგახსენებთ, რომ ყოველი წლის 13 ნოემბერს მართლმადიდებლური სამყარო აღნიშნავს ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს. საუკუნეების წინ ასი ათასი ქართველი სწორედ ამ დღეს შეეწირა წმინდა ხატების თაყვანისცემასა და სარწმუნოების დაცვას.

ტრადიციულად, ყოველ წელს საქართველოს ყველა კუთხიდან იკრიბება მრევლი მეტეხის ხიდზე და ერთობლივი ლოცვით მიაგებს პატივს ჩვენს გმირ წინაპრებს.

ფოტო: ნინო სოზაშვილი

მსგავსი განცხადებები: