იოანე-ზოსიმეს X საუკუნის უნიკალური პალიმფსესტი საქართველოშია


ამა წლის 9 ოქტომბერს, წმინდა მოციქულ იოანე ღვთისმეტყველის ხსენების დღეს და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ასლის საქართველოში შემობრძანების დღეს, ჩვენს ქვეყანაში ჩამობრძანდა და საქართველოს საპატრიარქოში მოაბრძანეს იოანე-ზოსიმეს X საუკუნის უნიკალური პალიმფსესტი, რომელიც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ლონდონში, "კრისტის" აუქციონზე შეიძინა. მადლობა მას მორიგი დიდი ქველმოქმედებისათვის.
 
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) მადლიერება გამოხატა ხელნაწერის საქართველოში დაბრუნების გამო და მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად პარაკლისი გადაიხადა.
 
მსახურებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბატონი ირაკლი კობახიძე, მინისტრთა კაბინეტის წევრები - თავდაცვის მინისტრი ბატონი ირაკლი ჩიქოვანი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ბატონი მიხეილ სარჯველაძე და იუსტიციის მინისტრი ბატონი რატი ბრეგაძე დაესწრნენ.

მსგავსი განცხადებები: