დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში მომხდარი ვანდალიზმის ფაქტთან დაკავშირებით


ჩვენ ვნახეთ შობის დღეებში, რა სკანდალის შექმნის მცდელობა იყო და პრინციპში, შექმნეს კიდეც, მოსახლეობის დიდ ნაწილს წაართვეს შობის სიხარული და მათი მსმენელის, აი, ამ ტელევიზიების თუ ჟურნალისტების მსმენელების და თანამოაზრეების გულში ქრისტეს ნაცვლად იყო სტალინი. მათ ეს შემოინახეს შობის დღისთვის. პირველი მცდელობა არ არის, რომ ცდილობენ, გადაფარონ დღესასწაული. ის, რაც დღეს ხდება საქართველოში ეკლესიასთან მიმართებით, ეს არის თანასწორი ეკლესიის დევნისა, ეს არის სახე და გამოხატულება იმისა, რაც ამ ერთმა ქალბატონმა გააკეთა, ეს არის კრებსითი სახე იმ ხალხისა, ვინც მას თანაუგრძნობს და მხარს უჭერს. შესაძლებელია, წინ ჩვენ გველოდეს პირდაპირ ეკლესიებში შევარდნა, დარბევა, ის, რაც 100 წლის წინ და ცოტა უფრო ადრე, ბოლშევიკური რევოლუციის შემდგომ ხდებოდა.

ეს არის ნეობოლშევიზმი, ეს არის სახე, აი, ამისა. დარწმუნებული ვარ, სულ ერთია, რომელი ხატია იქ, რომელი წმინდანია გამოსახული, ნებისმიერ ხატზე ამის გამკეთებელია ეს ხალხი. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ სკანდალის აგორებაში ფარულად თუ ხილულად მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს ეკლესიის ჯერ კიდევ მოქმედი სასულიერო პირები. იმედი მაქვს, დროთა განმავლობაში ყველა მათგანის სათანადო მხილება მოხდება.

ეს არის ძალიან მგრძნობიარე თემა ჩვენი საზოგადოებისათვის. ჩვენ მივესალმებით ინიციატივას, რომ დარეგულირდეს კანონმდებლობა და რელიგიური ნიშნით შეურაცხყოფა, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა იყოს კანონის ჩარჩოში მოქცეული. ასე რომ იყოს, როგორც ახლაა, განუკითხაობაა. ამის შესახებ ჯერ კიდევ სამი წლის წინ, 2021 წელს, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ ბრძანა, რომ ეს თუ კანონით არ დარეგულირდა, სულ მივიღებთ პოლარიზაციას ქვეყანაში.

ძალიან სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ამ ვანდალიზმს, რაც ეკლესიაში მოხდა, არ გამოეხმაურა არცერთი საერთაშორისო ორგანიზაცია და არცერთმა საელჩომ არ ახსენა ეს მოვლენა, როგორც ვანდალიზმი დარწმუნებული ვარ, სხვა კონფესიასთან დაკავშირებით რომ მომხდარიყო ეს, აუცილებლად ატყდებოდა დიდი აჟიოტაჟი. რატომღაც საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ამ ჯერზეც დისკრიმინაციულ სიტუაციაში აღმოჩნდა. ეს ძალიან ცუდის ნიშანია ჩვენი სამომავლო ურთიერთობებისათვის.

განცხადებები, რომლებიც საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება, ყოველთვის პატრიარქთან არის უშუალოდ შეთანხმებული ტექსტი. პირველივე განცხადებებში ვთქვი, რომ მითი უფროა სტალინისა და წმინდა მატრონას შეხვედრის, ვიდრე დადასტურებული ფაქტი. სწორედ ეს აისახა ამ განცხადებაში, რომ კანონიკური ტექსტი მატრონას ცხოვრებისა, რომელიც რუსეთის ეკლესიის მიერ არის წმინდანად შერაცხილი, არ შეიცავს ამ მომენტს.

მოსახლეობის იმ ნაწილში, რომელსაც სამართლიანი პროტესტი ჰქონდა ამ ვანდალიზმის მიმართ, გაჩნდა ნაკლულევანების გრძნობა, რომ განცხადებაში თითქოს უნდა ყოფილიყო მოთხოვნა კონკრეტული რომელიმე პირის დასჯისა, რაც სრულიად გამორიცხულია, რადგან პატრიარქის სახელით ასეთი განცხადება ვერ გაკეთდებოდა.

11.01.2024

მსგავსი განცხადებები: