2024 წლის 17 მაისს, 13:00-ზე, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში აღევლინება პარაკლისი.
პარაკლისის დასრულების შემდეგ დაიწყება მსვლელობა ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრისკენ.
17 მაისს, 13:00-ზე, პარაკლისი ასევე აღევლინება საქართველოს სხვადასხვა ეპარქიაში.























