პატრიარქმა და მიტროპოლიტმა შიომ პარიზის ოლიმპიური თამაშების მონაწილე ქართველი სპორტსმენები დალოცეს


ამა წლის 22 ივლისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრესთან, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოსთან (მუჯირი) ერთად დალოცა მოჭიდავეები, რომლებიც პარიზის ოლიმპიურ შეჯიბრებაზე მიემგზავრებიან.

მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ და მიტროპოლიტმა შიომ ასევე დალოცეს უკვე პარიზში მყოფი ჩვენი სპორტსმენები და ყველას გამარჯვება უსურვეს.

მსგავსი განცხადებები: