ანონსი კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის


საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელშეწყობით, იმართება კონკურსი სახელწოდებით ,,ცოდნა ძალაა".

კონკურსის მიზანია ახალგაზრდებში ცოდნის დონისა და ცნობიერების ამაღლება ისეთი საკითხების თაობაზე, როგორებიცაა: წმინდა წერილი, სასულიერო მწერლობა (ჰაგიოგრაფია) და საქართველოს ისტორია.

გაგაცნობთ კონკურსის წესებს:

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ სტუდენტებს (სასულიერო სემინარიისა და აკადემიის სტუდენტების გარდა);

გუნდები უნდა დაკომპლექტდეს სამი მონაწილისგან;

პირველი სამი გამარჯვებული გუნდი დაჯილდოვდება რამდენიმე დღიანი შემეცნებითი ტურით, რომელსაც გაუძღვება კომპეტენტური პირი.

უმაღლესი სასწავლებლების გუნდების დარეგისტრირება შესაძლებელია 2024 წლის 22 მარტის ჩათვლით.

პროექტის კოორდინატორია დეკანოზი იოანე გორელიშვილი.

რეგისტრაციისა და დამატებითი კითხვებისთვის მოგვმართეთ ნომერზე: 599 987 055

მსგავსი განცხადებები: