საქართველოს საპატრიარქოს განცხადება (06.08.2023)


შოვში დატრიალებული ტრაგედიის გამო, საქართველოს საპატრიარქოს მიერ უახლოეს დღეებში დაგეგმილი ყველა ღონისძიება გადადებულია.

კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ღრმა მწუხარებასა და ტკივილს მომხდარის გამო. აღვავლენთ ლოცვებს გარდაცვლილთა უკვდავი სულებისათვის, რათა უფალმან სავანე მართალთასა დაამკვიდროს ისინი, ხოლო მათ ახლობლებსა და ნათესავებს მიმადლოს სასოება, რწმენა, ძალა და სიმტკიცე.

მსგავსი განცხადებები: