სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა ოჯახებს


დღეს წმინდა სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთის ომში გარდაცვლილთა კიდევ ერთ ნაწილს ვემშვიდობებით. აქ დასვენებულნი არიან როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო პირები. სამწუხაროდ, ახლობლებს, და ჩვენ ყველას მხოლოდ ახლა მოგვეცა შესაძლებლობა, პატივი მივაგოთ მათ.
 
აღვავლენთ ლოცვებს გენადი (გია) ნიკოლეიშვილის, გიორგი (გოგი) სიჭინავას (მოხალისე), თემურ ბაბლიძის, ლევან ლოგუას, ზაზა დემეტრაშვილის, მურთაზ აკობიას, შალვა კარტოზიას, დიმიტრი აბაშიძის, ნათელა დიხამინჯიას, თამაზ ქასრაშვილის, ზაქარია და ელენე ხარაიშვილების, აკაკი სიგუას, ციცინო ალანიას, ილია ნარიმანიძისა და ჯემალ ჩაჩავას უკვდავ სულთათვის და შევთხოვთ ყოვლადწმინდა სამებას, მარადიული სამყოფელი, სავანესა მართალთასა შინა განუწესოს მათ უკვდავ სულებს, ხოლო ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და გულშემატკივართ, მომადლოს მათთვის ლოცვის ძალა.
 
პატივისცემით,
 
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი
 
06.08.2024

მსგავსი განცხადებები: