- 2023/06/23
მიმდინარე წლის 21 ივნისს, 7:30 წუთზე, ქვაშვეთის ტაძარში იმყოფებოდა დარაჯი გოჩა ჭიჭიაშვილი და ასრულებდა თავის სამსახურებრივ მოვალეობას. ამ დროს ტაძრის ეზოში შევიდა აგრესიულად განწყობილი ახალგაზრდა, რომელიც ითხოვდა ტაძრის კარის გაღებას და შეაღწია დარაჯის ოთახში. ვითარების განსამუხტავად დარაჯმა სცადა მისი გარეთ გაყვანა. ამავე დროს ტაძრის ჭიშკართან იმყოფებოდნენ პატრულის თანამშრომლები. დარაჯმა მათ დახმარება სთხოვა, რის გამოც ზემოხსენებული ახალგაზრდა გაბრაზდა და დარაჯს თავის არეში რკინის საგანი ჩაარტყა. აღნიშნული ფაქტის შემდეგ პატრულის თანამშრომლებმა ახალგაზრდა დააკავეს და დარაჯისათვის ჯანმრთელობის პირველადი დახმარების გასაწევად გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ბრიგადა. ფიზიკური დაზიანების გამო, იგი გადასაყვანი გახდა ინგოროყვას კლინიკაში.
იმის გამო, რომ ქვაშვეთის ტაძარი არ არის შემოღობილი და ტერიტორია, ფაქტობრივად, დაუცველია, პრობლემის აღმოფხვრისა და თანადგომის მიზნით უახლოეს მომავალში წერილობით მივმართავთ ქალაქ თბილისის მერიას.
მსგავსი განცხადებები:
- 2022/08/25
- 2022/08/25
- 2022/08/28
- 2022/11/04
- 2022/11/10
- 2022/12/31
- 2023/02/01
- 2023/03/30
- 2023/07/16
- 2023/10/10
- 2023/11/02
- 2024/02/03
- 2024/02/22
- 2024/04/11
- 2024/04/23
- 2024/04/26
- 2024/05/11
- 2024/05/13
- 2024/05/15
- 2024/05/15
- 2024/07/16
- 2024/08/16