ამა წლის 9 ნოემბერს, ოთხშაბათს, 73 წლის ასაკში ღვთივგანისვენა სქემოსანმა მონაზონმა თეოფანიამ (ათანასია, სტეფანიდა კოლპაკმა). იგი მოლდოვადან, უფრო ზუსტად გაგაუზეთიდან, ჩამოვიდა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი იყო და აღარც განშორებია მას.
ღმერთმა შეიწიროს ათეული წლების მანძილზე მის მიერ გაწეული შრომა და სავანე მართალთა დაუმკვიდროს.
სქემმონაზონ თეოფანიას დაკრძალვა შედგება პარასკევს, 14:00 საათზე, მარტყოფის დედათა მონასტერში; გამოსვენება კი მოხდება საქართველოს საპატრიარქოდან 13:00 საათზე.
10.11.2022






















