- 2023/05/09
ჩვენი ეკლესიის ძვირფას შვილებს,
ღმერთი მშვიდობისა და სიყვარულისა იყოს თქვენთანა!
2014 წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოცხადდა.
ამ დღესთან დაკავშირებით ოთხშაბათს, 17 მაისს,საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) პარაკლისს აღასრულებს ქაშვეთის ტაძარში 12:00 საათზე. პარაკლისის შემდეგაც შედგება საზეიმო მსვლელობა-ლიტანიობა ყოვლადწმიმდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრამდე, სადაც ასევე შესრულდება სამადლობელი პარაკლისი.
მშვენიერ ტრადიციად ქცეული ჩვეულებრივობით ვიკრიბებით ყველა, სამღვდელოება და მრევლი, ოჯახებთან ერთად!
უფალმა დაგლოცოთ!
მსგავსი განცხადებები:
- 2022/08/25
- 2022/08/25
- 2022/08/28
- 2022/11/04
- 2022/11/10
- 2022/12/31
- 2023/02/01
- 2023/03/30
- 2023/07/16
- 2023/10/10
- 2023/11/02
- 2024/02/03
- 2024/02/22
- 2024/04/11
- 2024/04/23
- 2024/04/26
- 2024/05/11
- 2024/05/13
- 2024/05/15
- 2024/05/15
- 2024/07/16
- 2024/08/16
- 2024/11/21