'განათლება, შემოქმედება და განვითარება ქმნის მშვიდობას'


2023 წლის 16 ნოემბერს, 19:00 საათზე, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელშეწყობით ხორციელდება პროექტი "განათლება, შემოქმედება და სულიერი განვითარება ქმნის მშვიდობას", რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ:

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები;

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტები;

ევგენი მიქელაძის სახელობის თბილისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის მოსწავლეები;

ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის გუნდი (ხელმძღვანელი ბადრი ჯიმშელეიშვილი);

პატრიარქის ნათლულების გუნდი.

ღონისძიების მთავარ გზავნილია მშვიდობა, რომელიც არ არის სტატიკური მდგომარეობა, არამედ ესაა დრო ქმედებისა, მოყვასზე ზრუნვისა და შენებისა, რომელიც გამოყენებულ უნდა იქნეს ადამიანის სულიერი, გონებრივი თუ ფიზიკური გაძლიერებისა და სრულყოფისათვის.

მისამართი: რუსთაველის გამზირი, N19

მსგავსი განცხადებები: