- 2024/10/09
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სიტყვა იოანე ზოსიმეს ხელნაწერის საქართველოში ჩამოტანასთან დაკავშირებით
ყოვლადსამღვდელონო მეუფენო, მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს.
დღეს აღვნიშნავთ შესანიშნავ მოვლენას - ამ დიდებული ხელნაწერის, პალიმფსესტის, საქართველოში ჩამოტანას და ვფიქრობთ ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობაზე, ჩვენს ისტორიულ სიძველეებზე, მის მნიშვნელობაზე.
მახსენდება წმინდა პატრიარქ კირიონის სიტყვები ჩვენს ხელნაწერებთან და არქივებთან დაკავშირებით. იგი ბრძანებს: „ხელნაწერები, არქივი - ეს არის სამართლიანი მემატიანე, რომლის პირითაც ღაღადებს ჭეშმარიტება და რომლის თვალითაც გვიცქერიან ჩვენი წინაპრები, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია, თვალი გადავავლოთ ჩვენი წინაპრების ღვაწლსა და საქმეს. წინაპართა ღვაწლის შესწავლის გარეშე კი შეუძლებელია, გაიგო აწმყო, და ასევე ჯეროვნად იმუშაო ჩვენი მომავალი კულტურული და ეროვნული საქმისთვის", - აი, ასეთი შესანიშნავი სიტყვებია. ამრიგად, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ისტორიული სიწმინდეების მოვლა-პატრონობას და დაცვას.
მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ამ დიდებული შენაძენით გაამდიდრა ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა და შეგახსენოთ, რომ დღევანდელი დღე დაემთხვა ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის საქართველოში ჩამობრძანებული ასლის ხსენებას, ასევე უფალ იესო ქრისტეს საყვარელი მოწაფის, წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ხსენებას.
ღვთისმშობლის მეოხებითა და წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ლოცვით, უფალმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ, უფალმა დალოცოს, გაამთლიანოს და გადაარჩინოს სრულიად საქართველო, ამინ.
საქართველოს საპატრიარქო
9 ოქტომბერი, 2024 წელი
ელექტრონული ვერსია მოამზადეს ანზორ ჩიქობავამ და თამარ ასათიანმა
მსგავსი განცხადებები:
- 2022/08/25
- 2022/08/25
- 2022/08/28
- 2022/11/04
- 2022/11/10
- 2022/12/31
- 2023/02/01
- 2023/03/30
- 2023/07/16
- 2023/10/10
- 2023/11/02
- 2024/02/03
- 2024/02/22
- 2024/04/11
- 2024/04/23
- 2024/04/26
- 2024/05/11
- 2024/05/13
- 2024/05/15
- 2024/05/15
- 2024/07/16
- 2024/08/16