წმინდა გრიგოლ ფერაძის ცხოვრების მიხედვით დადგმული სპექტაკლი კავკასიის უნივერსიტეტში


2023 წლის 27 ნოემბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მხარდაჭერითა და კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოება „იცანის“ ორგანიზებით, გაიმართა რეჟისორ გოგა თავაძის მიერ დადგმული წარმოდგენა: „გრიგოლ ფერაძე“, რომელშიც მონაწილეობდნენ მსახიობები: ნინო ანდრიაძე, ნიკოლოზ კვანტალიანი, ზურაბ არუსია და ლევან კაციაშვილი.

წარმოდგენას ესწრებოდნენ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლები, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები და აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი.

ფოტო: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

მსგავსი განცხადებები: