- 2024/07/30
დიდად ვწუხვართ საფრანგეთში ოლიმპიადის გახსნის დროს დადგმული გარკვეული სცენების გამო და ვეთანხმებით მსოფლიო საპატრიარქოს განცხადებას, სადაც, სხვა მნიშვნელოვან აქცენტებთან ერთად, აღნიშნულია შემდეგი: ,,ძალიან სამწუხაროა, რომ … პარიზში, ჩვენ მოწმენი გავხდით ქრისტიანობისა და წმინდა სახარების შეურაცხმყოფელი წარმოდგენებისა, რაც, ასევე, შეურაცხყოფდა ყველა ცივილიზებულ ადამიანს, რომელიც აღიარებს რწმენის უფლებას და პატივს სცემს რელიგიურ სიმბოლოებს.“
ჩვენც, ჩვენის მხრივ, ვუერთდებით საერთო აღშფოთებასა და გულისტკივილს, გამოწვეულს მკრეხელური დადგმებით, რამაც საზეიმო გახსნა ზოგადადამიანური ღირსების შეურაცხყოფად და ლგბტ+ იდეოლოგიის პროპაგანდად აქცია.
30.07.2024
მსგავსი განცხადებები:
- 2022/08/25
- 2022/08/25
- 2022/08/28
- 2022/11/04
- 2022/11/10
- 2022/12/31
- 2023/02/01
- 2023/03/30
- 2023/07/16
- 2023/10/10
- 2023/11/02
- 2024/02/03
- 2024/02/22
- 2024/04/11
- 2024/04/23
- 2024/04/26
- 2024/05/11
- 2024/05/13
- 2024/05/15
- 2024/05/15
- 2024/07/16
- 2024/08/16