- 2024/07/10
მიმდინარე წლის 9 ივლისს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე, დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი და აღნიშნული სამსახურის წარმომადგენლები ფსიქოლოგებთან ერთად ანაკლიაში ახალგაზრდულ ბანაკს ესტუმრნენ.
ვიზიტის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგი ახალგაზრდების ნარკოდამოკიდებულების ბიოლოგიურ და სოციალურ ფაქტორებთან დაკავშირებით.
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით კვლავაც განაგრძობს ახალგაზრდულ ბანაკებში ვიზიტებს ანაკლიასა და შაორში.
ჯამში 21 შეხვედრა შედგება, რომელსაც 3120 ახალგაზრდა დაესწრება.
ფოტო: ნინო სოზაშვილი
მსგავსი განცხადებები:
- 2022/09/02
- 2022/09/02
- 2023/08/19
- 2024/01/15