სომხეთში, ეღეგისის რაიონში ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამა ჩატარდა, რომელშიც 40 ქართველი და სომეხი ახალგაზრდა მონაწილეობდა


ფონდ „ლაზარეს” პროექტის - „ახალგაზრდები მშვიდობისთვის სამხრეთ კავკასიაში”, - ფარგლებში, სომხეთში, ეღეგისის რაიონში, 31 ივლისიდან 9 აგვისტომდე ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამა ჩატარდა, რომელშიც 40 ქართველი და სომეხი ახალგაზრდა მონაწილეობდა.
 
ახალგაზრდულ გაცვლას პროექტის განმახორციელებელმა პარტნიორმა „სათემო განვითარების ორგანიზაციამ“ უმასპინძლა, რომელთანაც ფონდ „ლაზარეს“ ურთიერთპატივისცემაზე, ნდობასა და მეგობრობაზე დაფუძნებული თითქმის 20 წლიანი თანამშრომლობის ისტორია აქვს. აღნიშნულ პროგრამას, ქართული და სომხური მხარეები ყოველ წელს მასპინძლობდნენ, თუმცა პანდემიისა და შემდგომ სომხეთის რეგიონში განვითარებული დაძაბული მოვლენების გამო, მხოლოდ წელს მოხერხდა განახლებულიყო ერთოვლივ ფორმატში.
 
ათდღიანი ვიზიტი ერთდროულად დატვირთული იყო სასარგებლო, საინტერესო, შემეცნებითი და გასართობი მრავალფეროვანი აქტივობებით; სომეხი და ქართველი ახალგაზრდები დიდი ინტერესით იღებდნენ მონაწილეობას დაგეგმილ ღონისძიებებში; მათ შორის ახლო, თბილი და გულწრფელი მეგობრული ურთიერთობები ჩამოყალიბდა, რაც ქართველებსა და სომხებს შორის ისტორიული მეგობრობის გაგრძელებისა და სამხრეთ კავკასიაში მცხოვრები ხალხის მშვიდობიანი თანაცხოვრების საფუძველია.

მსგავსი განცხადებები: