- 2023/08/29
2023 წლის 28 აგვისტოს ზუგდიდში საზეიმოდ დაიხურა ”საზაფხულო აკადემია 2023”.
ღონისძიებას დაესწრო ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე) სამღვდელოებასთან ერთად.
ღონისძიებაზე შეჯამებულ იქნა ცხრა დღიანი მუშაობა.
მონაწილეებსა და მათ მშობლებს საშუალება ჰქონდათ თავიანთი აზრი გამოეთქვათ პროგრამის შესახებ, ესაუბრათ შედეგებზე, პოზიტიურ ცვლილებებსა და სამომავლო გეგმებზე.
დასასრულს, მიტროპოლიტმა გერასიმემ სიტყვით მიმართა მონაწილეებსა და დამსწრე საზოგადოებას, დალოცა ახალგაზრდები, წარმატებები უსურვა და პროექტში მონაწილეობის აღმნიშვნელი სერტიფიკატები გადასცა.
მსგავსი განცხადებები:
- 2022/09/02
- 2022/09/02
- 2023/08/19
- 2024/01/15