- 2023/06/21
საქართველოს სტუდენტური პარლამენტის 2022 – 2023 წლის შემაჯამებელი კონფერენცია პროფკავშირების კულტურის ცენტრში გაიმართა. ღონისძიების მონაწილეებმა განხორციელებული საქმიანობისა და დაგეგმილი პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინეს.
აღსანიშნავია რომ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური 2019 წლიდან თანამშრომლობს საქართველოს სტუდენტურ პარლამენტთან და ახალგაზრდებთან ერთად სხვადასხვა პროექტებში აქტიურად მონაწილეობს.
შემაჯამებელ კონფერენციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სხვა სასულიერო პირები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
დასკვნით ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა სტუდენტური პარლამენტის ოთხი ვიცე-პრემიერი და დამსწრე საზოგადოებას გუნდის წევრები წარუდგინა.
ღონისძიების ფარგლებში სტუდენტური პარლამენტის წევრებს სხვადასხვა პროექტებში აქტიურად მონაწილეობისთვის დიპლომები გადაეცათ.
საპატრიარქოს ტელევიზია "ერთსულოვნება"
21.06.2023
მსგავსი განცხადებები:
- 2022/09/02
- 2022/09/02
- 2023/08/19
- 2024/01/15