კათოლიკოს-პატრიარქის საიუბილეო თარიღებისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გრძელდება (19.09.2023)


საგანმანათლებლო დაწესებულებებში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის საიუბილეო თარიღებისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გრძელდება.

ამჯერად სოფიკო ჭიაურელის სახელობის თბილისის 54-ე საჯარო სკოლაში სპექტაკლი "მოგვთა საჩუქრები" იყო წარმოდგენილი.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ალექსანდრე გალდავა და შემოქმედებითი საღამოების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

სპექტაკლის რეჟისორია მანანა კოზაკოვა. თეატრალური წარმოდგენა ამერიკელი მწერლის, ო. ჰენრის მოთხრობის მიხედვით დაიდგა.

სპექტაკლში მონაწილეობდნენ კოტე მარჯანიშვილის თეატრის მსახიობები: ონისე ონიანი და თამარ ბუხნიკაშვილი.

შემოქმედებითი საღამო კაკო ვაშალომიძის ჯაზ-ბენდის, "დიქსი ლენდის" კონცერტით დასრულდა.

საპატრიარქოს ტელევიზია "ერთსულოვნება"

19.09.2023

მსგავსი განცხადებები: