წმინდა ამბროსი აღმსარებლისადმი (ხელაია) მიძღვნილი სპექტაკლი 'ჯარის ბანაკში'


გრძელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის საიუბილეო თარიღებისადმი მიძღვნილი შემეცნებითი საღამოები, რომლებიც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელშეწყობითა და კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოების "იცანი" ორგანიზებით იმართება.

მორიგ შეხვედრაზე, რომელიც 2023 წლის 31 ივლისს კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიასთან არსებულ „ჯარის ბანაკში" გაიმართა, წარმოდგენილი იყო სპექტაკლი, რომელიც წმინდა ამბროსი აღმსარებელს (ხელაია) მიეძღვნა.

ფოტო: ლუკა გალდავა

მსგავსი განცხადებები: