როგორც მოგეხსენებათ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელშეწყობით, ხორციელდება სხვადასხვა ტაძრისა და სამრევლოს პროექტები კულტურულ - საგანმანათლებლო, ჯანსაღი ცხოვრების წესის მოწოდებისა და მომავალი თაობის ეკლესიასთან დაახლოების, ეკლესიური ცხოვრებით დაინტერესების შესახებ. პერიოდულად მოგაწვდით ინფორმაციას ამ პროექტების მიმდინარეობის შესახებ. ამჯერად წარმოგიდგენთ მორიგ განხორციელებულ პროექტს: თბილისის წმ. კვირიკესა და ივლიტას (საბურთალოს) ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ გიორგი ყიფშიძის მიერ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით ორგანიზებულ უბნის საფეხბურთო ტურნირს მინი ფეხბურთში. 16.06.2022






















