წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის ცხოვრების მიხედვით დადგმული წარმოდგენა 'ჯარის ბანაკში'


გრძელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის საიუბილეო თარიღებისადმი მიძღვნილი შემეცნებითი საღამოები, რომლებიც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელშეწყობითა და კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოების ,,იცანი" ორგანიზებით იმართება.

მორიგი საღამოზე, რომელიც 2023 წლის 14 აგვისტოს, კოჯორში, „ჯარის ბანაკში“ გაიმართა, წარმოდგენილი იყო რეჟისორ გოგა თავაძის მიერ წმინდა გრიგოლ ფერაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის მიხედვით დადგმული სპექტაკლი, რომელშიც მონაწილეობდნენ მსახიობები: ლევან კაციაშვილი, ნინო ანდრიაძე, ზურაბ არუსია და ნინო კვანტალიანი.

საღამოს დასასრულს გაიმართა კონცერტი ჯაზ-კვარტეტის შესრულებით, კაკო ვაშალომიძის ხელმძღვანელობით.

მსგავსი განცხადებები: