აკაკი წერეთლის 'გამზრდელის' მიხედვით დადგმული სპექტაკლის ჩვენება და განხილვა მარტვილში


2023 წლის 3 სექტემბერს, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით, მარტვილში, „დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანება Icsu”-ს ბანაკის მონაწილე ახალგაზრდებისთვის მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობების შესრულებით გაიმართა აკაკი წერეთლის „გამზრდელის“ ჩვენება.

სპექტაკლის შემდეგ ახალგაზრდებთან შედგა შეხვედრა და აღნიშნული ნაწარმოების განხილვა.

შეხვედრას უძღვებოდა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი, მღვდელი თეოდორე ფარნაშვილი.

მსგავსი განცხადებები: