შაორის ახალგაზრდულ ბანაკში ნარკოდამოკიდებულების შესახებ ლექცია გაიმართა


საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებითა და ახალგაზრდობის სააგენტოს ხელშეწყობით, შაორისა და ანაკლიის საზაფხულო ბანაკებში გრძელდება შეხვედრები ნარკოდამოკიდებულების, ფსიქო-სოციალურ და სულიერ პრობლემებთან დაკავშირებით, რომელსაც წარმართავენ ფსიქოლოგები და სასულიერო პირები.
 
აღნიშნულ ღონისძიებებს ყოველ ჯერზე ასობით მოზარდი ესწრება და ამ დროისთვის მათი რიცხვი 3000-ს აღწევს.
 
მორიგ შეხვედრაზე, რომელიც 2024 წლის 21 აგვისტოს შაორის ბანაკში გაიმართა, ნარკო-ფსიქოლოგის, სასულიერო პირებისა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლისგან შემდგარმა ჯგუფმა ერთობლივი ლექცია გამართა ნარკოდამოკიდებულებაზე, ამ საკითხზე ცნობიერების ამაღლებისა და პრევენციის შესახებ.
 
ფოტო: ნინო სოზაშვილი

მსგავსი განცხადებები: