- 2023/06/22
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა მონაწილეობა მიიღო სტუდენტური პარლამენტის 2022-2023 წლის შემაჯამებელ კონფერენციაში
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ დადებითად შეაფასა სტუდენტური პარლამენტის საქმიანობა, აღნიშნა ეკლესიის როლი ახალგაზრდებთან ურთიერთობაში და ბრძანა: ,,ახალგაზრდები სტუდენტურ პარლამენტში სახელმწიფოზე მზრუნველ და ამ მხრივ მოაზროვნე ადამიანებად, მოქალაქეებად ყალიბდებიან. ბევრია საინტერესო პროექტი, რომლებსაც ისინი ახორციელებენ. მათ ცხოვრებაში ეს არის პერიოდი, როდესაც ისინი საზოგადოებაში იწყებენ საკუთარი ადგილის დამკვიდრებას და ეს საქმიანი ნაბიჯი ძალიან მნიშვნელოვანი საფუძველი იქნება მათ შემდგომ ცხოვრებაში. ამიტომ ეკლესია, როგორც უმნიშვნელოვანესი კომპონენტი ჩვენი საზოგადოებრივი ცნობიერებისა, როგორც საქართველოს სახელმწიფოებრიობის მუდმივი მხარდამჭერი და ამ მხრივ ძალიან დიდი გამოცდილების მქონე, მნიშვნელოვანია რომ ჩართული იყოს ამ პროცესებში“.
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე, დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი: ,,საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური შექმნის დღიდან თანამშრომლობს სტუდენტურ პარლამენტთან. 2019 წლიდან დღემდე მრავალი შეხვედრა შედგა მოზარდებთან, ბანაკებში თუ მათ ღონისძიებებზე. პარლამენტი 5000-ამდე მოზარდს აერთიანებს. ეს რაოდენობაც მუდმივად იზრდება. ესენი არიან ახალგაზრდები, რომელთაც სურთ, შემდგომში სახელმწიფოს სამსახურში ჩადგნენ. სწორედ ამიტომ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მათთან კომუნიკაციას, ვინაიდან სახელმწიფოს მსახურება მოყვასის მსახურებაა“.
ფოტო: ნინო სოზაშვილი
მსგავსი განცხადებები:
- 2022/09/02
- 2022/09/02
- 2023/08/19
- 2024/01/15