წმინდა გრიგოლ ფერაძის ცხოვრების მიხედვით დადგმული სპექტაკლი ფასანაურში


2023 წლის 21 აგვისტოს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მხარდაჭერითა და კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოება „იცანის“ მიერ ფასანაურში გაიმართა შემეცნებითი საღამო, რომელზეც წარმოდგენილი იყო რეჟისორ გოგა თავაძის მიერ წმინდა გრიგოლ ფერაძის ცხოვრების მიხედვით დადგმული სპექტაკლი, რომელშიც მონაწილეობდნენ მსახიობები: ლევან კაციაშვილი, ნინო ანდრიაძე, ზურაბ არუსია და ნიკა კვანტალიანი.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე და ამავე სამსახურის წარმომადგენელი, დეკანოზი ალექსანდრე გალდავა.

საღამოს დასასრულს გაიმართა კონცერტი ჯაზ კვარტეტის შესრულებით (ხელმძღვანელი კაკო ვაშალომიძე).

მსგავსი განცხადებები: