- 2023/08/27
2023 წლის 19 აგვისტოს, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მხარდაჭერითა და შემოქმედებითი სტუდია "5+2"-ის ორგანიზებით, ქვემო ჭალაში, კულტურის სახლის მოედანზე, წარმოდგენილი იყო ცნობილი ამერიკელის მწერლის, ო. ჰენრის ნაწარმოებების, „საშობაო საჩუქრისა“ და „უკანასკნელი ფოთლის“ მიხედვით, ლევან წულაძისა და მანანა კაზაკოვას მიერ დადგმული სპექტაკლი, რომლებშიც მონაწილეობდნენ მარჯანიშვილის თეატრის წამყვანი მსახიობები: ბესო ბარათაშვილი, თამუნა ბუხნიკაშვილი და ქეთი ცხაკაია.
ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა კაკო ვაშალომიძის ჯაზ-ბენდმა: "დიქსი ლენდი".
მსგავსი განცხადებები:
- 2022/09/02
- 2022/09/02
- 2023/08/19
- 2024/01/15