ახალგაზრდულ ბანაკებში გრძელდება ტრენინგები ნარკოდამოკიდებულების, ფსიქო-სოციალურ და სულიერ პრობლემებთან დაკავშირებით


საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისა და ახალგაზრდობის სააგენტოს ერთობლივი ორგანიზებითა და ხელშეწყობით, ახალგაზრდულ ბანაკებში იმართება შეხვედრები ნარკოდამოკიდებულების, ფსიქო-სოციალურ და სულიერ პრობლემებთან დაკავშირებით, რომელსაც წარმართავენ ფსიქოლოგები და სასულიერო პირები.

მორიგ შეხვედრას, რომელიც დღეს, 2024 წლის 19 ივლისს შაორის ბანაკში შედგა, დამოკიდებულთა ფსიქო-სოციალური სარეაბილიტაციო ცენტრ „გამოსავლის“ კონსულტანტი ზაზა კალანდარიშვილი და ამავე ცენტრის ფსიქოლოგი, ბაკო მაღულარია უძღვებოდნენ, რომელთაც ახალგაზრდებს ჩაუტარეს ტრენინგი ნარკოდამოკიდებულების ბიოლოგიურ და სოციალურ ფაქტორებთან დაკავშირებით.

მსგავსი განცხადებები: