საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელშეწყობით, ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერის მიზნით ჩატარდა ტურნირი მინი ფეხბურთში


ამა წლის 5 ოქტომბერს, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელშეწყობით, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და მხარდაჭერის მიზნით თბილისში, ორხევის დასახლებაში ჩატარდა ტურნირი მინი ფეხბურთში.
 
ტურნირს დაესწრო საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი, მღვდელი ზაქარია ინატაშვილი, რომელმაც მონაწილეებს სამსახურის სახელით სიგელი და წამახალისებელი ფულადი პრიზები გადასცა.
 
აღსანიშნავია რომ ტურნირი ეძღვნება ტრაგიკულად გარდაცვლილი ახალგაზრდა ფეხბურთელის, ვახო ფანგანის ხსოვნას.

მსგავსი განცხადებები: