ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში ტრენინგი ჩატარდა


საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებითა და ახალგაზრდობის სააგენტოს ხელშეწყობით, საზაფხულო ბანაკებში გრძელდება შეხვედრები ნარკოდამოკიდებულების, ფსიქო-სოციალურ და სულიერ პრობლემებთან დაკავშირებით, რომელსაც წარმართავენ ფსიქოლოგები და სასულიერო პირები.

მორიგ შეხვედრას, რომელიც გუშინ, 2024 წლის 27 ივლისს ანაკლიის ბანაკში შედგა, დამოკიდებულთა ფსიქო-სოციალური სარეაბილიტაციო ცენტრ „გამოსავლის“ კონსულტანტი ზაზა კალანდარიშვილი და ამავე ცენტრის ფსიქოლოგი, ბაკო მაღულარია უძღვებოდნენ, რომელთაც ახალგაზრდებს ჩაუტარეს ტრენინგი ნარკოდამოკიდებულების ბიოლოგიურ და სოციალურ ფაქტორებთან დაკავშირებით.

აღნიშნულ პროექტს აგრეთვე შეუერთდნენ დეკანოზი იოანე აკობია ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიიდან და მღვდელი თეიმურაზ ქორიძე საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპარქიიდან.

მსგავსი განცხადებები: